Wednesday, March 19, 2014

პროექტის სახელწოდება-    ჯარიმის გადახდის წესები.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნობიან და გაიღრმავებენ ცოდნას ჯარიმის
გადახდის წესების შესახებ.გაეცნობიან გადახდის ძველ და ახლა არსებულ წესებს .
პროექტის აქტუალობა; ეს პროექტი ეძღვნება არსებული საჯარიმო გადახდის წესების შესწავლას რომ არ მოგვიწიოს ზედმეტი თანხების გადახ და.
პროექტის მიზნები:  კვლევის,კომუნიკაციისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება;ისტ-ის საშუალებით ინფორმაციის მოძიება, დამუშავება,გაფორმება და ინტერნეტში გამოქვეყნება. ამ  პროექტით გაეცნობიან ქვეყანაში არსებულ საჯარომო სისტემას.
მონაწილეთა ასაკი:15წ.
ვადები(ხანგრძლივობა)        (1 თვე)
მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება სხვადასხვა პრეზენტაციის ფაილები,მოიძებნება 2007 წელს არსებული საჯარიმო წესები.საურავის დაკისრებასთან დაკავშირებით. შეიქმნება ანგარიში საჯარიმო სანქციებზე.შეიქმნება ბლოგი.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი,ინტერნეტი, 2007წელს არსებული საკანონმდებლო აქტი.
პროექტის მსვლელობა: საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეებს დაევალებათ მოიძიონ და დაამუშაონ, შემდეგი თემები;2007 წელს არსებული საკანონმდებლო აქტი ჯარიმების გადახდის წესისა და მასზე დაკისრებული საურავების შესახებ,ამჟამად არსებული ჯარიმების გადახდის წესი,მსგავსება და განსხვავება ძველსა და ახალ კანონმდებლობას შორის.ყოველ ამ თემაზე მოსწავლეებმა უნდა შექმნან საპრეზენტაციო ფაილები,მომზადდება დასკვნები და მოხდება აზრთა შეჯერება .შემდეგ მოსწავლეები ერთობლივად დაიწყებენ პროექტის ანგარიშის შექმნას და რედაქტირებას. მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, რომელზედაც განთავსდება მათ მირ შექმნილი და დამუშავებული ინფორმაცია.პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პროექტის ანგარიშს და თვით შეფასებას წარუდგენენ მასწავლებლებს,მშობელს და მძღოლებს.  


ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ისტ.მათემატიკა.
პროექტის ხელმძღვანელი:  ნ.პატარიძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა    nargizipataridze@gmail.com
.