Tuesday, May 28, 2019

მათემატიკის წრის რეფლექსია


        რეფლექსია
2018 წლის პირველი  სემესტრის  ბოლოს  გადავწყვიტე,  რომ  მეხუთე  კლასის  მოსწავლეებისაგან  ჩამომეყალიბებინა  წრე.ამისათვის მივმართე  დირექციას, რომლის თანხმობის  შემდეგაც  გამოვაკარი  განცხადება  წრის  შექმნის  შესახებ,  რომ  მოსწავლეებსა  და  მათ  მშობლებს  ქონოდათ ინფორმაცია  წრის  შესახებ  და  გაეერთიანებინათ  სურვილის  შემთხვევაში  მათი  შვილები.  მათ  მოსაფიქრებლად  დრო არდადეგების  პერიოდში  ქონდათ.  21  იანვარს  შევიკრიბეთ წრის  წევრები  შევიმუშავეთ  სამუშაო  გეგმა   რომელიც  შესაბამისობაში  იქნებოდა  ესგ-თან  სასწავლო   მასალასთან.    გადავწყვიტეთ ,  რომ  წრის  მეცადინეობები  შედგებოდა  კვირაში  ერთხელ  ყოველ  ორშაბათს, შეხვედრის ხანგრძლივობა იყო 1 აკადემუირი საათი, შევარჩიეთ სახელწოდება იმედი, რომლის მუშაობის ამსახველი მონაცემები პერიოდულად იტვირთებოდა ბლოგზე. badri100blogspot.com
   წრის  მიზანი: მოსწავლეებს  ჩამოუყალიბდეთ  მათემატიკური  აზროვნების  უნარი,  შეძლონ  ინფორმაციის  მოძიება და  დახარისხება  როგორც  წიგნიდან  ასევე  ინტერნეტიდან.  გააკეთონ  მოძიებული  ინფორმაციის  ანალიზი  მისი  არგუმენტირებული  მსჯელობის  საფუძველზე.  ისწავლონ  ურთიერპატივისცემა,  სხვისი აზრის   გათვალისწინება,  თანამშრომლობა  ჯგუფებში.  ჩამოუყალიბდეთ  კრიტიკული აზროვნება.
     მეცადინეობების  დროს  ვცდილობდი,  რომ  მოსწავლეებისათვის  შემექმნა  მშვიდი სამუშაო  გარემო,  მათ  შორის  ჩამომეყალიბებინა  ურთიერთპატივისცემა, თანამშრომლობა, ხდებოდა  წრის  გეგმით  გათვალისწინება  საკითხების  განხილვა. სავარჯიშოები  მქონდა  შერჩეული  ბლუმის  ტაქსონომიის  შესაბამისად  ვიწყებდით მარტივი  ტესტებით  და  შემდეგ    გადავდიოდით  უფრო   რთულ  სავარჯიშოებსა  და  ამოცანებზე.  მეცადინეობების  დროს  ვიყენებდი სასკოლო  სახელმძღვანელოს, დამატებით   ამოცანებისა  და  სავარჯიშოების  კრებულს,   მუშაობა  ხდებოდა  ჯგუფებში,  ინდივიდუალურად,  წყვილებში. მეცადინეობების  დროს ვიყენებდი  რესურსებს  რომელიც  ხელმისაწვდომი იყო ყველასათვის. ვიყენებდი  განმავითარებელ  შეფასებას   და  ტესტურ  შეფასებას,  რომლის  პასუხებსაც  მოუთმენლად  ელოდებოდნენ. 









No comments:

Post a Comment