Tuesday, May 28, 2019

წრის მეცადინეობებზე გამოყენებული ტესტები


N 1 მეცადინეობის სავარჯიშოები
1.ა) დაასახელეთ სამნიშნა რიცხვების ოდენობა
  ბ)რამდენი ციფრი დაიწერება ყველა სამნიშნა რიცხვის ჩაწერისას?
2.ვთქვათ, ვწერთ ყველა ნატურალურ რიცხვს 1-დან 999-ის ჩათვლით.რამდენჯერ დაიწერება ციფრი 1?
3.ათასი, მილიონი, მილიარდი, ათი მილიარდი, ტრილიონი.
 ხომ ვერ აღმოაჩენ რაიმე კანონზომიერებას,რომლითაც ჩამოთვლილთაგან ყოველი მომდევნო რიცხვი მიიღება წინასაგან, ან იქნებ რომელიმე რიცხვის წაშლის შემდეგ მოახერხოთ ეს.
4.რას უდრის
ა)უმცირესი ოთხნიშნა და უდიდესი ორნიშნა რიცხვების სხვაობა?
ბ) უდიდესი ხუთნიშნა და უმცირესი სამნიშნა რიცხვების ჯამი?
გ) უდიდესი სამნიშნა  და უდიდესი ორნიშნა რიცხვების სხვაობა?
5.ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცში“ მეოთხე პლანეტის ბიზნესმენი ამბობს, რომ აქვს „ხუთას ერთი მილიონ ექვსას ოცდაორი ათას შვიდას ოცდათერთმეტი ვარსკვლავი“. ჩაწერეთ ეს რიცხვი ციფრებით.


 N 2 მეცადინეობა.
 1.დაამრგვალეთ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალის,ევერესტის სიმაღლე, რომელიც 8848 მეტრია;
 ა) ათეულებამდე;
 ბ) ასეულებამდე;
 გ) ათასეულებამდე;
2.მანძილი დედამიწიდან მზემდე =149 600 000 კმ,
 ვარსკვლავ სირიუსამდე =81 900 000 000 000 კმ.
ვარსკვლავ ვეგამდე =249 500 000 000 000 კმ,
 რომელ თანრიგამდეა დამრგვალებული ეს მანძილები?
3.შენობის ერთ-ერთი კედლის აშენებისას აგურის 19 რიგია ამოყვანილი. თითო რიგში 28 აგურია.გამოყენებული აგურების რიცხვი შეაფასეთ ზემოდან.
 4. უდიდესი თანამამრავლი დაამრგვალეთ უმაღლეს თანრიგამდე.მიუთითეთ მეტობით არის მიღებული შედეგი, თუ ნაკლებობით:
 ა) 256*471  ბ)125*725  გ)23 581*9   დ)12*4 509
5. ერთ-ერთი სახლის 240 ბინადრიდან თითოეული დღეში მიახლოებით 30 ლიტრ წყალს ხარჯავს.მიახლოებით რა ოდენობის წყალი უნდა მიეწოდოს ამ სახლს აპრილის თვეში?



        N 3.მეცადინეობა.                    
1.      დედამ მარიამს 2 ლარი მისცა და  დაავალა 3 პურის ყიდვა. თითო  პური  55 თეთრი ღირს. ეყოფა მარიამს ფული, რომ 3 პურიც იყიდოს და 1 ცალი 50 თეთრიანი ნაყინიც?
თუ   არ  ეყოფა რამდენი დააკლდება?
2.      ნინიკოს კლასში  29 მოსწავლეა.ერთ მშობელთან  და  კლასის  ხელმძღვანელთან  ერთად  ისინი ავტობუსით ექვსკურსიაზე მიემგზავრებიან. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ ავტობუსში 23 ადგილი  უკვე დაკავებულია, მეორეში კი 18. თითოეულ ავტობუსში 36 მგზავრი ეტევა. შეძლებს ნინიკოს კლასი მშობელთან და დამრიგებელთან ერთად ამ ორ ავტობუსში განთავსებას?
3.      გამოიყენე ყოველი მოცემული ციფრი ორ-ორჯერ და დაწერეთ უდიდესი და უმცირესი შესაძლო რიცხვები:
     ა) 0, 2,  3:          ბ)  7, 8,0:
4.      დაასახელეთ ექვსნიშნა რიცხვი, რომელიც მეტია 999 981-ზე და მისი ერთეულების თანრიგის ციფრია 1.
5.      გაიხსენეთ  ნატურალური  რიცხვების  დამრგვალების წესი. ამ წესის გამოყენებით
950 716 დაამრგვალეთ ათეულის, ასეულის, ათასეულის, ათეულათასეულის, ასეულათასეულის თანრიგამდე და მიღებული რიცხვები დაალაგეთ ზრდის მიხედვით.
  





                  N 4. მეცადინეობა.
1.      0-ისაგან განსხვავებულ რომელ ერთნიშნა რიცხვზე უნდა გავამრავლოთ 142 857,რომ მივიღოთ ერთი და იმავე ციფრებით ჩწერილი რიცხვები?
  2 . მოცემულია ექვსნიშნა რიცხვი: 1abcd7(ასოებით აღნიშნულია უცნობი ციფრები).თუ  ამ რიცხვს 5-ზე გავამრავლებთ, მივიღებთ რიცხვს, რომელიც მიიღება მოცემულისაგან 7-ის გადატანით პირველ ადგილზე. იპოვეთ a, b, c და d.
   3.მოცემულია ექვსნისნა რიცხვი: 5abcde,თუ  ამ რიცხვს 4-ზე გავყოფთ,მივიღებთ რიცხვს, რომელიც მიიღება მოცემულისაგან ციფრი 5-ის ბოლოში გადატანით.
   4. ვატოსა და ზურას ერთად 11 კაკალი აქვთ, ვატოსა და ირაკლის-12,ირაკლისა და ზურას  - 13. რამდენი კაკალი აქვთ ვატოს, ზურას და ირაკლის:
           ა) ერთად?         ბ) ცალ ცალკე?
       5. მარიამმა, ვატომ, ნინიკომ და ზურამ  10 თევზი დაიჭირეს. თევზი ყველამ დაიჭირა, თანაც სხვადასხვა ოდენობის. მარიამმა ყველაზე მეტი თევზი დაიჭირა, ნინიკომ-ყველაზე ცოტა. ბიჭებმა მეტი თევზი დაიჭირეს, თუ გოგონებმა?


                N 5.  მეცადინეობა .
       1 .  ფეხბურთელთა ერთ-ერთ  მატჩს 82 360 მაყურებელი  დაესწრო, მეორეს - 5 440 -ით მეტი.  რამდენი მაყურებელი დაესწრო ორივე მატჩს.(შეადგინეთ რიცხვითი გამოსახულება  და  იპოვეთ მისი  მნიშვნელობა)?
         2 . გაამარტივეთ გამოსახულება და იპოვეთ მისი მნიშვნელობა:
                    ა) 28+m+72 ,   როცა  m=87.
                     ბ) 349+p+461, როცა  p=115.
          3 . შეკრების თვისებების გამოყენებით იპოვეთ გამოსახულების მნიშვნელობა:
              ა) 259 617+2 064+240 383:
               ბ) 201 719+32 156+98 281+67 844:
             4 . აღადგინეთ სწორი  ტოლობა:
                   ა)   3 1 *  0 4 + 1 * 4 2 * = * 0 1 * 2
                    ბ) 7 1 * 6 8 * + * * 2 * * 6 = * 2 3 8 0 7 6
               5 . საწყობიდან გაიტანეს 125 314 კგ შაქრის ფხვნილი.ამის შემდეგ იქ დარჩა206 035
                     კგ. შაქრის ფხვნილი იყო საწყობში თავდაპირველად?
                    
                    N 6 . მეცადინეობა.
                1 .  შეასრულეთ გამოკლება ქვეშმიწერით:
                        ა) 72 589 – 14 442
                         ბ) 200 100 – 109 094
2.      გივიმ ერთ-ერთ ბანკში 165 400 ლარი შეიტანა. ერთი წლის შემდეგ მას 180 320 ლარი
დაუბრუნეს. რამდენი ლარით მეტი აიღო  გივიმ?
       3 . ევროპისა და აზიის მდინარეებს შორის ყველაზე გრძელი მდინარეა იანძი-ის მიახლოებით 5 800 კმ-ია. იანძი 4 285 კმ-ით უფრო გრძელია მტკვარზე. იპოვეთ მტკვრის სიგრძე მეტრებში.
 4 . დამრგვალებისას საკლები გაიზარდა 25-ით, მაკლები შემცირდა 12-ით. იპოვეთ სხვაობა ზუსტ და მიახლოებით მნიშვნელობას შორის.
 5 . ზუკას სწავლა 9 საათზე ეწყება. ჩაცმასა და მოწესრიგებას იგი 30 წუთს ანდომებს, საუზმეს  15 წუთს, გზას 30 წუთს. ყველაზე გვიან, რა დროს უნდა შეუდგეს მზადებას ზუკა, რომ სკოლაში გაკვეთილების დაწყებამდე 5 წუთით ადრე მივიდეს?

     N 7. მეცადინეობა.
  1 . სახლიდან  სკოლამდე  1 კმ-ია. გიას  შეუძლია  მ/წთ  სიჩქარით  მოძრაობა. ყველაზე გვიან,  რომელ  საათზე  უნდა გამოვიდეს  გია  სახლიდან,  რომ  სკოლაში  9  სათამდე  მივიდეს?
   2 . გიას  დედა  38 წლისაა, გია - 12 წლის.  მას  ჰყავს  ტყუპი  დები,  რომელთა  ასაკია  6  წელი.  რამდენი  წლის  შემდეგ  შვილების  ასაკთა  ჯამი  დედის  ასაკს?
  3 .სამი  სხვადასხვა  ნატურალური  რიცხვის  ნამრავლი  30-ის  ტოლია. რისი  ტოლი  შეიძლება  იყოს  ამ  რიცხვების  ჯამი?
  4 . თუ  ხუთნიშნა  ნატურალურ  რიცხვსა  მივუმატებთ  უდიდესი  სამნიშნა  და  უმცირესი  ნატურალური  რიცხვების  სხვაობას,  მივიღებთ  რიცხვს,  რომელიც  2-ით  ნაკლებია?
   5 .  გამოთვალეთ  მარტივი  ხერხით:  528+659+472+341-25x3x4x2

        
         N 8 .მეცადინეობა.
      1 . ოთხჯერ  გამოიყენეთ  ციფრი  7 , მოქმედებათა  ნიშნები,  ფრჩხილები და  მიიღე  ყველა  რიცხვი  0-დან  10-მდე.
       2 .რა  რიცხვზე  უნდა  გავამრავლოთ  უმცირესი  სამნიშნა  ნატურალური  რიცხვი,  რომლის  ყველა  ციფრი  განსხვავებულია  ერთმანეთისგან,  რომ  პასუხად  მივიღოთ 4182-ს? 
       3 .როგორ  გადავასხათ  17 ლიტრიანი  5  ლიტრიანი  ორი  კასრით რძით  სავსე  ცისტერნიდან  13  ლიტრი  რძე.
       4 . იპოვეთ  გამოსახულების მნიშვნელობა:
  ა)   8 060x45-45 150:75x105=
   ბ)  10 351-(12 617:31+208x43)=
 5 . გამოთვალეთ იოლი ხერხით:
  ა)  57x54+13x54+40x54=
    ბ)  99-237=


      N  9 . მეცადინეობა .
    1 .   გამრავლების  გარეშე  დაადგინე,  რამდენი  ციფრისგან  შედგება  ნამრავლი  და  წარმოადგინეთ  10-ის  ხარისხის  სახით:
      ა)  4 000x20 000= 
        ბ)  11 000x11 000=
  2 .  5-ზე  ნებისმიერი  რიცხვის გამრავლებისას  ამ  რიცხვის  ნახევარს  უნდა  მივუწეროთ  0,  თუ  რიცხვი  ლუწია,  თუ  რიცხვი  კენტია,  მოცემული  რიცხვის  ნახევარს  აღებულს  ნაკლებობით,  მივუწეროთ 5.
  ა)  386x5=
  ბ) 457x5=
3 . 25-ზე  ნებისმიერი  რიცხვის  გამრავლებისას,  თუ  ნამრავლი  4-ის  ჯერადია,  მაშინ  მოცემულ  რიცხვს  ყოფენ  4-ზე  და  განაყოფს  ამრავლებენ  100-ზე. თუ  სამრავლის 4-ზე   გაყოფისას  ნაშთში  დაგვრჩება  1, 2  ან  3,  მაშინ  ნაკლებობით  აღებულ  განაყოფს  მიეწერება  შესაბამისად  25,  50  და  75
   ა)  2 824x25=
   ბ)  241x25=
    გ)  346x25=
     დ)  783x25=



  N 10 .  მეცადინეობა .
1 .  ავტობუსში  28 . ადგილია.  ეყოფა  თუ  არა  3  ასეთი  ავტობუსი  80  ტურისტს?  90 ტურისტს?
  2 .  იპოვეთ  უდიდესი  რიცხვი,  რომლის  23-ზე  გაყოფისას  განაყოფში  მიიღება  14.
   3 . გაკვეთილის  ბოლოს  მოსწავლეებმა  ჩააბარეს  საკონტროლო  წერისა  და  სავარჯიშო 
     რვეულები,  სულ  47  ცალი.  ყველა  მოსწავლემ  ჩააბარა  თუ  არა  ორივე  რვეული?
3.      შესაძლებელია  თუ  არა,  რომ:
ა)  რიცხვი  იყოფოდეს  2-ზე  და  არ  იყოფოდეს  4-ზე?  მოიყვანეთ  შესაბამისი  მაგალითები.
ბ)  რიცხვი  იყოფოდეს  4-ზე  და  არ  იყოფოდეს  2-ზე?  პასუხი  დაასაბუთეთ:
       4 . ჩამოწერე:
           ა)  100-ის  ჯერად  რიცხვთა  მწკრივი.  დააკვირდი  იმსჯელე,  როგორი  რიცხვები  იყოფა  100-ზე.
             ბ)  25-ის  ჯერად  რიცხვთა  მწკვრივი.  დააკვირდი  ამ  რიცხვებს  და  იმსჯელე,
       როგორი  რიცხვები  იყოფა  25-ზე.
        5 . რამდენი  სრული  კვირაა  2019 წელს.

          N 11 . მეცადინეობა .
           1 . მოცემული  ნატურალური  რიცხვის  7-ზე  გაყოფის  დროს  ნაშთი  უდრის  3-ს.
             რას  უდრის  ნაშთი  7-ზე  გაყოფის  დროს,  თუ  მოცემულ  რიცხვს  გავადიდებთ   
              2-ით?
             2 .  რიცხვის  2-ზე  გაყოფის  დროს  ნაშთია  1,  ხოლო  7-ზე  გაყოფისას  კი  6.  რას
                 უდრის  ნაშთი  ამავე  რიცხვის  14-ზე  გაყოფის  დროს?
              3 .  რა  უმცირესი  ნატურალური  რიცხვი  უნდა  დავუმატოთ  4 766-ს,  რომ                   
                   მიღებული  რიცხვი  უნაშთოდ  გაიყოს  3-ზე?
               4 .  მოსწავლეებმა  ექვსკურსიისათვის  შეაგროვეს  თანხა,  რომელიც  მეტია  350 
                     ლარზე  და  ნაკლებია  370  ლარზე.  თითოეულმა  მოსწავლემ  გადაიხადა  17
                   ლარი.  რამდენი  მოსწავლე  წასულა  ექვსკურსიაზე?
      

                  N  12 .  მეცადინეობა .
          1 . გამოვთვალოთ  გამოსახულებების   მნიშვნელობები:
           ა) 125x23x8=
            ბ)  19+78+845+81+155=
             გ)  3x(102-84:2)=
            2 .  გავამარტივოთ  გამოსახულება  და  ვიპოვოთ  მისი  მნიშვნელობა:
              ა)  18x-4x+4 .  როცა  x=8 ,
               ბ)  45a-9a-7a+29,  როცა  a=13 .
             3 .  სამმა  ბიზნესმენმა  ახალი  საქმის  წამოწყებათვის  550 000  ლარი  გამოყო.
                    პირველმა - 160 000 ,  მეორემ - პირველზე  110 000  ლარით  მეტი.  რამდენი
                    ლარი  გაიღო  თითოეულმა  ბიზნესმენმა.
              4 .  ტურისტული  მარშრუტი  შედგება  ოთხი  ნაწილისაგან.  პირველი  ნაწილი  
                   800  მეტრია,  მეორე   - 3 კმ  500  მეტრი,  მესამე - 1 კმ 700  მეტრი.  მარშრუტის
                   სიგრძე  15  კმ - ია.  რისი  ტოლია  მეოთხე  ნაწილის  სიგრძე?

                          N 13 .  მეცადინეობა .
                 1 .  იპოვეთ  გამოსახულების  მნიშვნელობა:
                    ა)  (6 334 + 592 x 23) : 38 – 125 =
                     ბ)  (512 x 33 – 6 028) : (16 250 : 50 – 182)
                      გ)  507 x  22 – 345 x 24 + 1 610 : 46 – 3 026 : 17
                2 .  ეკას  80 ლარი  აქვს .  მას  უნდა,  რომ  სტუმრებისათვის  ტკბილეული  
                    იყიდოს.  ერთი  ნაჭერი  ნამცხვარი  1 ლარი 50  თეთრი  ღირს,  1 რულეტი - 4
                    ლარი 70 თეთრი,  1 ბოთლი  კოკა - კოლა - 1  ლარი  და  50  თეთრი,  1  კგ  კანფე  
                    ტი  - 16  ლარი.  1  ხაჭაპური - 6 ლარი.  ეყოფა  თუ  არა  ეკას  ეს  თანხა  10  ნაჭე-
                     რი  ნამცხვრის,  2  ცალი  რულეტის,  2  ცალი  ხაჭაპურის,  3  ბოთლი
                     კოკა - კოკისა  და  2  კგ  კანფეტისათვის?
                  3 .  ამოვხსნათ  განტოლება:
                     ა) (x - 21) x 8 = 72
                      ბ)  168 : ( a + 27) = 4
                       გ)  (x + 18) : 12 = 27
                       დ) 60 : a+ 37 = 42
                  4 .  თინა  სახლიდან  სკოლაში  ფეხით  რომ  წავიდეს,  უნდა  გაიაროს  300 მ    
                    აღმართი  და  200 მ  დაღმართი.  აღმართის  ავლას  თინა  ანდომებს  12 წთ - ს,
                    ხოლო  დაღმართის  ჩავლას - წუთს.  რა  დროს  მოანდომებს  თინა  სკოლიდან
                    სახლში  დაბრუნებას?


                 N 14 . მეცადინეობა .
                1 . მარის  6 ლარი  და  50  თეთრი  აქვს.  რამდენ  55 - თეთრიან  რვეულს  იყიდის 
                   ის  და  დარჩება  თუ  არა  ფული?  თუ  დარჩება  რამდენი?
                 2 .  76 - ის  რიცხვზე  გაყოფისას  მიიღება  განაყოფი  15 და  ნაშთი  1.  იპოვეთ 
                       გამყოფი.
                   3 .  254  ფანქარი  გაანაწილეს  ერთნაირ  კოლოფებში,  რომელთაგან  თითოეულ
                      ში  16  ფანქარი  ეტევა.  რამდენი  ფანქარია  ზედმეტი?
                    4 .  სასაჩუქრე  პაკეტისთვის  გამოყოფილია  50  ცალი  მანდარინი  და 235 ცალი
                        კანფეტი.  თუ  სულ  16  ერთნაირი  პაკეტი  უნდა  გაკეთდეს,  რამდენი მანდა
                        რინი  და  კანფეტი  დარჩება  ზედმეტი?
                     5 .  რამდენი  ნაკიანი  წელიწადია 1  საუკუნეში?  

                 N 15 .  მეცადინეობა .
                წრის   სამუშაო  გეგმით  გათვალისწინებული თემებისაგან  შედგენილი ტესტები
                  შემაჯამებელი  კითხვარების  შევსება  მოსწავლეებისა  და  მშობლების  მიერ.

No comments:

Post a Comment